ახალ საგადასახადო ინიციატივას ქუთაისში გაეცნენ

ახალ საგადასახადო ინიციატივას ქუთაისში გაეცნენ

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში.

ქალაქ ქუთაისში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინა.

"გრძელდება ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში. როგორც ცნობილია მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის 5-ჯერ შემცირებას, 5%-დან 1%-მდე და ზღვარის გაზრდას 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე. დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით ისარგებლებს 120 ათასი მცირე მეწარმე. აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში", -აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ , ლაშა ხუციშილმა.

პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები