პრეზიდენტმა შვედეთის თავდაცვის მინისტრთან რუსეთის მილიტარისტული ქმედებები განიხილა

პრეზიდენტმა შვედეთის თავდაცვის მინისტრთან რუსეთის მილიტარისტული ქმედებები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.

შეხვედრისას, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საუბარი რუსეთის ქმედებებს, მის მილიტარისტულ პოლიტიკას და აქედან მომდინარე საფრთხეებს შეეხო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული უსაფრთხოება საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია. გაზრდილი მილიტარისტული რიტორიკის ფონზე კი, აუცილებელია საქართველოს პარტნიორების მხრიდან მეტი ჩართულობის განხორციელება.

განიხილეს ასევე, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და ნატო - საქართველოს წვრთნებში შვედეთის მონაწილეობის საკითხი.

აღინიშნა რომ ის, 2008 წელს განვითარებული მოვლენების შედეგია, რომ უფრო მეტი რევიზიონისტული ამბიცია უჩნდება რუსეთს და უკვე გასცდა მისი უახლოესი სამეზობლოს გეოგრაფიულ ფარგლებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, ხარ თუ არა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, საერთო ღირებულებებისა და საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანება აუცილებელია.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები