საკრებულოში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაზე იმსჯელეს

საკრებულოში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაში საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ასევე აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლები, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ის შენიშვნები და რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც მათი აზრით მერიის შესაბამის პროგრამაში უნდა აისახოს, რათა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის მიწოდებული სერვისი უფრო ფართო და ხარისხიანი იყოს. როგორც შეხვედრის შეჯამებისას გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები გაგრძელდება. მათგან მიღებული ინიციატივები და რეკომენდაციები შეჯამდება და შემდეგ მოხდება ამ შენიშვნების მერიის პროგრამაში ასახვა, რათა მუნიციპალიტეტის მიერ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული პროგრამა მათ საჭიროებებზე მეტად მორგებული იყოს.

შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა. 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები