თამარ ტალიაშვილი: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიბლიოთეკები მომაკვდავ რეჟიმში გადაიყვანა"

თამარ ტალიაშვილი: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიბლიოთეკები მომაკვდავ რეჟიმში გადაიყვანა"

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს ოპოზიციის მიერ ბიბლიოთეკების რეფორმასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა, რადგან ბიბლიოთეკების თემასთან დაკავშირებით კითხვები სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უნდა ისმოდეს.

„გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ მოხდა, რომ ჩაიბარეთ 74 ბიბლიოთეკა, ხოლო 2014 წელს მათი განახევრებული რაოდენობა გადმოგვაბარეთ. ამასთანავე, დარჩენილი ბიბლიოთეკების დიდ ნაწილში სივრცეები შეკვეცილი იყო. საცავი და სამკითხველო დარბაზი გააერთიანეთ. სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ლაპარაკიც ზედმეტია. თქვენ ბიბლიოთეკები მომაკვდავ რეჟიმზე გადაიყვანეთ“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიბლიოთეკებში ე.წ. „მკვდარი სულებიც“ კი ყავდა გაფორმებული და დღეს მათი წარმომადგენლების მხრიდან ბიბლიოთეკების რეფორმის კრიტიკა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მათ მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოუწიოთ. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები