კაპანაძე: ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გარეშე რეზოლუცია ეფექტური ვერ იქნება

კაპანაძე: ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გარეშე რეზოლუცია ეფექტური ვერ იქნება

" რეზოლუციის ფარგლებში, უნდა შემუშავდეს ე.წ. ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზოლუცია ეფექტური ვერ იქნება"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძის თქმით თქმით, მზაობის შემთხვევაში უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება ერთიანი, ძლიერი რეზოლუციის მიღება.

" ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ერთიანი რეზოლუციის მიღების მინზით. ჩვენი პოზიცია ცნობილია ყველასთვის და მთავარია, ამ რეზოლუციის ფარგლებში მოხდეს კონკრეტული სიის შემუშავება, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, რომლებიც მსგავს დანაშაულებზე არიან პასუხისმგებელნი. მიგვაჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზოლუციას ვერ ექნება ეფექტი. ამიტომ ვაგრძელებთ კონსულტაციებს და მზაობის შემთხვევაში უახლოეს დღებში შესაძლებელი იქნება ერთიანი, ძლიერი რეზოლუციის მიღება. აქვს თუ არა უმრავლესობას ამის მზაობა, ეს კონსულტაციების შემდეგ გამოჩნდება"- განაცხადა კაპანაძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები