მეუფე შიო მღვდლებს: დროა, ტაძრებიდან გავიდეთ და ხალხში მისიონერობა გავაძლიეროთ

მეუფე შიო მღვდლებს: დროა, ტაძრებიდან გავიდეთ და ხალხში მისიონერობა გავაძლიეროთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთა შეხვედრაზე, ქვეყანაში აგრესიის დასაძლევან სასულიერო პირებეს ეკლესიიდან გამოსვლა და ხალხში ქადაგებისკენ მოუწოდა.
"საბჭოთა დროს მღვდლებს ეშინოდათ, აკრძალული ჰქონდათ მისიონერობა. დღეს ის დროა, როდესაც ჩვენივე ტაძრებიდან გავიდეთ, აქტიურად დავიწყოთ ქადაგება და ეს მისიონერობა (ქრისტიანული ეკლესიის მიერ წარგზავნილი მქადაგებელი რელიგიური პროპაგანდის გასაწევად და სხვა რჯულის მორწმუნეების მოსაქცევად.) გავაძლიეროთ", - განაცხადა მიეუფე შიომ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა 2018 წლის 8 მარტს გაიმართა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და მისი უწმიდესობის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. უწმიდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვ.

კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს.

ფსიქოლოგებთან შეხვედრის ჩანაწერს "რუსთავი 2" საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებაზე" დაყრდნობით ავრცელებს

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები