გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეუბოვი დახვდა. 

საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მოგვიანებით კი, გიორგი კვირიკაშვილს, აზერბაიჯანელი კოლეგა არტურ რასიზადე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინნისტრიმამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აზერბაიჯანთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან. 

პრემიერი: აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერით საქართველოში გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები

პრემიერი: აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერით საქართველოში გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები

21 მაისი, 2018

"აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის", -...

ახალი სტატიები