ქართველი კულტურის მოღვაწეების მეორე წერილი პუტინს

ქართველი კულტურის მოღვაწეების მეორე წერილი პუტინს

ქართველი კულტურის მოღვაწეები, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკვე მეორე წერილს უგზავნიან და მის მიეროკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნებას ითხოვენ.
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს

თბილისი / 12.03.2018

საქართველოს მოსახლეობის, ქართული კულტურის სფეროში მოღვაწე საზოგადოებისა და საქართველოს კულტურის პალატის ერთობლივი ღია წერილი!

სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეშფოთებულია არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.

ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას.

კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება", - ნათქვამია განცხადებაში.

პუტინისადმი მიწერილ წერილს ხელს აწერენ: ხელს ვაწერთ:ლია მიქაძე, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი,ზურა ყიფშიძე, ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, ასმათ ტყაბლაძე, თეიმურაზ გვალია, დავით ოქიტაშვილი.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები