ირმა სოხაძე: აბა ვის უნდა ვესაუბროთ, თუ არა რუსეთს?!

ირმა სოხაძე: აბა ვის უნდა ვესაუბროთ, თუ არა რუსეთს?!

ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძე "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.

"მე მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად ყველა უნდა ჩავერთოთ, დავინტერესდეთ, ჩვენი წილი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოვხატოთ. შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ პუტინი ჩვენს ხელმოწერებზე გაგიჟდება და ხვალვე გადმოგვცემს ცხედარს ოჯახს და საერთო დაგვანებებს თავს. არ მჯერა მე ამისი და ეს ილუზიაა მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამიტომ ყველანი დავდგეთ პოზაში და თუ არ ვაგინებთ, ყოველშემთვევში არანაირი კონტაქტი არ ვეცადოთ დავამყაროთ ამ ქვეყანასთან, რომლისგანაც გვჭირს ამდენი უბედურება. აბა ვის უნდა ვესაუბროთ?! მე არ ვიცი... კი, გასაგებია დასავლეთის იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს, ამის იმედი გვაქვს და ისინი გვიმაგრებენ ზურგს მეტწილად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირად კონტაქებზე უარი ვთქვათ. ყოველ შემთვევაში, მე ამ წერილში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. ტონი არის ძალიან კატეგორიული, წინასწარ უნდა ვთქვა, ნურავინ დაგვაბრალებს რომ რაღაცას ვიხვეწებით ან კუდს ვაქიცინებთ", - განაცხადა ირმა სოხაძემ.

შეგხსენებთ, საქართველოდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდნტს ვლადიმერ პუტინს, კულტურის ქართველი მოღვაწეები ღია წერილით მიმართავენ. ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ითხოვეენ.

 

წერილს ხელს აწერენ: ლია მიქაძე, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი, ზურა ყიფშიძე, ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, ასმათ ტყაბლაძე, თეიმურაზ გვალია, დავით ოქიტაშვილი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები