ირაკლი ხმალაძე: მოქალაქეებს "სითი პარკის" დაკისრებული ჯარიმების გადახადა მოუწევთ

ირაკლი ხმალაძე: მოქალაქეებს "სითი პარკის" დაკისრებული ჯარიმების გადახადა მოუწევთ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, დღეს "სითი პარკს“ 11 წლის წინ დადებული ხელშეკრულება გაუწყვიტა, რომელიც 2024 წლის 31 წლამდე მოქმედებდა.როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ჟრნალისტებთან განმარტავს, "სითი პარკთან“ პირგასამტეხლოსა გადახდა არ დაეკისრება თბილისის მერიას.
„შესაძლოა „სითი პარკმა“ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პოზიციები. ჩვენ არანაირი შიში იმისი, რომ დავა ცუდად დასრულდეს არ გვაქვს.

„სითი პარკთან“ ხელშეკრულება დადებულის 2007 წელს. კომპანიას შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა. საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით დამატებითი პროცედურებია გასატარებელი, რაზეს ორმხრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. გადმობარების პროცესი უნდა დაიწყოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. უწყვეტად განხორციელდება პარკირების ოპერირება, 10 აპრილიდან „სატრანსპორტო კომპანია“ ჩაანაცვლებს „სითი პარკს“. აქედან გამომდინარე ამ სფეროს მართვის კუთხით საფრთხეს ვერ ვხედავთ. სრულ პასუხისმგებლობას აიღებს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.
„სითი პარკის“ მხრიდან სხვადასხვა სახის შემოსავლები გენერირდებოდა ხელშეკრულების ფარგლები, რომელსაც სხვადასხვა განაწილების მეთოდი ჰქონდა. ჯამური შემოსავლების დაახლოებით 40% მიდიოდა ბიუჯეტში, 60 % კომპანიის ანგარიშზე.

მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახადა მოუწევთ. ამასთან არანაირი შეხება არ აქვს ხელშეკრულების შეწყვეტას. აქედან გამომდინარე, ვიზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მოუწევთ ჯარიმის გადახდა, რა თქმა უნდა ეს თუ უკანონოდ არ არის გაკეთებული, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმის, რომ დღეს მივედით ამ შედეგამდე. ეს არის რადიკალური ზომა, რაც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო.

ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მხოლოდ მაშინ როცა სისტემური ხასიათი აქვს მოქალაქეების უფლებების დარღვევას. არცერთ კომპანიას არ ვაპატიებთ, იმას რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესი.
პარკირების საფასურის მოკრება რა თქმა უნდა გაგრძელდება, როგორც დაჯარიმების ისე ევაკუაციის პროცესი, იმ შემთხვევაში როდესაც დაირღვევა პარკირების წესები. ოღონდ ამას აღარ გააკეთებს „სითი პარკი“, ამას გააკეთებს თბილისის მუნიციპალიტეტი, რაც მოხდება 10 აპრილიდან.

ხელშეკრულების შეწყვეტას არანაირი კავშირი არ აქვს პარკირების საფასურთან და ჯარიმების ოდენობასთან“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძის თქმით, თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება 2007 წელს დადო, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბერამდე გრძელდებოდა.

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები