"სი-ტი პარკი": კონტრაქტის შეწყვეტა წარმოადგენს თბილისის მერიის არაპროფესიონალურ ნაბიჯს

"სი-ტი პარკი": კონტრაქტის შეწყვეტა წარმოადგენს თბილისის მერიის არაპროფესიონალურ ნაბიჯს

კომპანია "სი-ტი პარკი თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
"კომპანია სი-ტი პარკისთვის მულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მერის სატელევიზო გამოსვლით. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის მხარის მიერ გადადგმულ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ ნაბიჯს.

ასევე მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ სი-ტი პარკი არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, თუმცა არცერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. მიუხედავად წარსულში გაკეთებული მერის განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტი საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე, დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარას ხდის მერიის მიზანმიმართულ უკანონო და არასამართლებრივ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისათვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები, და სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა.

კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავის როგორც უცხოელი ბიზნეს ინვესტორის უფლებებს.

სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და ასევე ბიზნესურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის.

პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად გაკეთებული განცხადება აუცილებლად იმოქმედებს კომპანიაში დასაქამებულთა სამუშაო გარემოზე. მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის საფუძველზე ინსპექტირებენ დედაქალაქში.

შეგახსენებთ, თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით "სი-ტი პარკს" ხელშეკრულება შეუწყდება

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები