ზაზა შათირიშვილი: საზმაუს არასამთავრობოების უფრო ეშინია, ვიდრე ხელისუფლების

ზაზა შათირიშვილი: საზმაუს არასამთავრობოების უფრო ეშინია, ვიდრე ხელისუფლების

ზვიად რატიანის მაგალითი ადასტურებს, რომ ის (აზოგადოებრივი მაუწყებელი) "ენჯეოების" შიშის ქვეშ უფროა, ვიდრე ხელისუფლების, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ზაზა შათირიშვილმა კანდიდატების მოსმენაზე განაცხადა.
მან მედიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველაზე მეტად მასმედია ფულის ზეგავლენის ქვეშ არის.

"მედიაზე ერთ რამეს გეტყვით, როდესაც ნაპოლეონი საფრანგეთში გადავიდა გაზეთები წერდნენ: "ურჩხული მოემართება საფრანგეთისკენ". როდესაც პარიზს მიუახლოვდა, წერდნენ: "ნაპოლეონი პარიზს მოუახლოვდა" და როცა პარიზში შევიდა დაწერეს: "იმპერატორი პარიზში შევიდა". ერთი და იგივე გაზეთებზე ვამბობ. დღესაც არაფერი შეცვლილა, იგივეა! ყველაფრის გავლენის ქვეშაა. პირველ რიგში ფულის გავლენის ქვეშაა.

მე ვცდილობ პატარა წერტილში გავაკეთო ისეთი რამე, რაც არ არის დამახასიათებელი მასმედიისთვის", - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

კითხვაზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თუ არა ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ, პასუხობს:

"ზვიად რატიანის მაგალითი ადასტურებს, რომ ის "ენჯეოების" შიშის ქვეშ უფროა, ვიდრე ხელისუფლების. ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშაც არის, მაგრამ არასამთავრობოების უფრო ეშინია, ვიდრე ხელისუფლების. "ენჯეოების" ზეგავლენა მეტია", - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები