ბონდო მძინარაშვილი ნინია კაკაბაძეს: მე ხმას თქვენ მოგცემთ

ბონდო მძინარაშვილი ნინია კაკაბაძეს: მე ხმას თქვენ მოგცემთ

პუბლიცისტმა ნინია კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების თაობაზე საკუთარი ხედვა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონს არ არღვევს. საკუთარი კონცეფციის წარმოდგენის შემდეგ, ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა ნინია კაკაბაძეს საჯაროდ მიმართა, რომ ის მას ხმას აძლევს.

ნინია კაკაბაძე: არ მგონია, რომ ვტოვებდე ასეთი არაკომპეტენტური ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც სწორედ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონში არ ამოუკითხავს და ასე მოვიდა გასაუბრებაზე და კონკურსში იღებს მონაწილეობას. ცხადია, ყველა პუნქტს ვიცნობ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და იმის გათვალისწინებით, რომ არ ვარღვევ არცერთ მათგანს, სწორედ ამიტომ ვზივარ ახლა თქვენს წინაშე. პირველი, ეს არის ის, რომ მე და ჩემი ყოფილი მეუღლე აღარ ვცხოვრობთ ერთად. ამიტომაც არის, რომ მე დღეს ამ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. წინა კონკურსში მონაწილეობის სურვილი ადრეც მქონდა, მაგრამ ინტერესტთა კონფლიქტის გამო მონაწილეობა არ მიმიღია.

ბონდო მძინარაშვილი:
მაინც მგონია, რომ ოჯახის წევრები საჯაროდ არ უნდა გავაკრიტიკოთ. ოჯახი მაინც ოჯახია, გარკვეული პრივილეგია მათ აქვთ. ძალიან საინტერესო იყო თქვენი პრეზენტაცია, სხვათა შორის ბევრი ფაქტორი გაქვთ როგორც ჩანს გათვალისწინებული და კომისიის სხდომაზეც ვიზუალურადაც ძალიან კარგად წარმოდგენილი. თქვენ ეს შეძელით. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რა გითხრათ და ადგილობრივი გამჭირვალობის დიდი მხარდამჭერი ვარ. პირდაპირ გერტყვით, რომ მე თქვენ ხმას მოგცემთ. ღიად, საჯაროდ შემიძლია ვილაპარაკო, რაც მომწონს და არ მომწონს. ვაძლევ თავს ამის უფლებას. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები