სუფრის ყურძენი და ფსტა - "დანერგე მომავალი"-ს 2 ახალი კომპონენტი დაემატა

სუფრის ყურძენი და ფსტა - "დანერგე მომავალი"-ს 2 ახალი კომპონენტი დაემატა

პროექტ "დანერგე მომავალი"-ს 2 ახალი კომპონენტი დაემატა - სუფრის ყურძენი და ფსტა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განმარტებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ნერგების საფასურის 70%-ს აფინანსებს, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე კი 50%-იანი გრანტია გათვალისწინებული.
პრემიერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროექტი "დანერგე მომავალი" სამი წელია ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს მაღალპროდუქტიული სახილე ჯიშების განვითარებას ქვეყანაში. პროექტის ფარგლებში საქართველოში 4 ათას 700 ჰა.ზე ახალი ბაღები გაშენდა.

"ეს არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებთ 2 ახალ კულტურას, ეს გახლავთ სუფრის ყურძნის წარმოება, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ასევე ფსტას კულტურა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიო ბაზრებზე. საქართველოში არის ფსტას წარმოების ძალიან კარგი შესაძლებლობა.

სუფრის ყურძენი, სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, დღეს თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის. მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება. ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის განსავითარებლად", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

27 მარტი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დასრულდა. მასში მონაწილე სტუდენტებმა - ნიკოლოზ სეფიაშვილმა, გიორგი ჯავახიშვილმა და კონსტანტინე გოგიბერიძემ -...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები