დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის ინიციატივით გამოდის

დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის ინიციატივით გამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის საბჭოს დირექტორმა შიდა პოლიტიკის საკითხებში, ენდრიუ ბრემბერგმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

"იუსტიციის სამინისტრო შეეცდება, რომ არსებული კანონმდებლობით სიკვდილით დასჯაში ბრალდებული ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ სიკვდილით დასჯა გამოიყენოს", - განაცხადა ბრემბერგმა.

ტრამპის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს კონგრესს, ხელი შეუწყოს სავალდებულო მინიმალური ჯარიმების გამოყენებას ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის.
თეთრი სახლის კონსულტანტის კელიან კონვეის აზრით, ტრამპი ასევე სამი წლის განმავლობაში შეამცირებს იმ პრეპარატების რაოდენობას, რომელიც შესაძლოა ფსიქოტროპულ ნივთიერებად იყოს გამოყენებული.

თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა თეთრ სახლში ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული პოლიტიკის ოფისის დირექტორად, ჯიმ კეროლი დანიშნა.

2017 წლის ოქტომბერში ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა აშშ-ში არსებული ოპიატების გავრცელების თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. მან ქვეყანაში "ნარკოტიკულ კრიზისს" „ეროვნული სირცხვილი და ადამიანის ტრაგედია" უწოდა. ტრამპი ამგვარი ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას და მათი გამოყენების წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას გეგმავს.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები