სოფელ მუხურაში  70 წლის მეზობელმა 50 წლის მამაკაცს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

სოფელ მუხურაში 70 წლის მეზობელმა 50 წლის მამაკაცს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 70 წამდე მეზობელმა 50 წლის მამაკაცს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

როგორც დაშავებულის ოჯახი ამბობს, ეჭვმიტანილი სოფლიდან უნდა გადასახლდეს და კანონის წინაშე პასუხი აგოს.

მეზობლების და დაკავებულის მეუღლის განცხადებით მამაკაცებს შორის კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ბრალდებულის შვილი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა, მაშინ როცა დაზარალებულის დასახმრებლად ტრაქტორი გადაყავდა. თუმცა ბოლო პერიოდში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი აღარ ყოფილა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები