გია ვოლსკი: უზნეო განცხადებების აღსაკვეთად უკანონო ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას

გია ვოლსკი: უზნეო განცხადებების აღსაკვეთად უკანონო ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას

"საზოგადოებას გააჩნია პრინციპულობა აღკვეთოს უზნეო განცხადებები, თუმცა ეს ვინმეს უკანონო ნაბიჯების გადადგმის უფლებას არ აძლევს"- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, "რუსთავი 2"–ის გარშემო გავითარებულ მოვლენებსა და საპატრიარქოს ინიციატივას.

"მე ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ინტელექტუალური რესურსი და პრინციპულობა გააჩნია, რათა არ მიიღოს და აღკვეთოს ისეთი პროვოკაციული და უზნეო განცხადებები, რასაც ადგილი ჰქონდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის აღსავეთად ვინმემ უკანონო ნაბიჯები უნდა გადადგას, რამეთუ პროვოცირება ძალიან ადვილია. ამ პროვოკაციის ტალღის შეჩერება შეიძლება ძნელი გახდეს, ისედაც საკმაოდ რთულ ვითარებაში"–განაცხადა ვოლსკიმ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები