გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თამარ ბაგრატიაზე ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თამარ ბაგრატიაზე ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნინო თანდილაშვილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რაიმე ნიშნების არსებობას არ იზიარებს და საიას განცხადებით პასუხობს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდების პასუხად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროსზე, თამარ ბაგრატიაზე ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სამინისტრო ასევე ვერ გაიზიარებს მინისტრის მოადგილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რაიმე ნიშნების არსებობას შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული შერწყმა/რეორგანიზაციის გათვალისწინებით, იმ უფლებამონაცვლე სამინისტროებს და მათ სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული პროცესი, უნდა უზრუნველეყოთ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო წესს გარდამავალი, შერწყმა/რეორგანიზაციის პერიოდისათვის. უკონკურსოდ გადაყვანის დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულ თანამდებობაზე გადასაყვანი პირის კვალიფიკაცია და შესაბამისობა კონკრეტული თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, განხორციელდა სამინისტროების შერწყმა/რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა ყოფილ სამინისტროებში დასაქმებულ პირთა გადანიშვნა შესაბამის თანამდებობეზე, მათ შორის, თეიმურაზ მთივლიშვილისაც, რომელიც გადაყვანილი იქნა სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. თეიმურაზ მთივლიშვილი სრულიად აკმაყოფილებს ამ პოზიციისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცებულია სააგენტოს უფროსის ბრძანებით 2017 წლის ბოლოს.

გასათვალისწინებელია, ისიც რომ სააგენტოს ყოფილ უფროსს, შეეძლო არ დაეკმაყოფილებინა თეიმურაზ მთივლიშვილის განცხადება და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მის ამ პოზიციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურში მოხელეები პოზიციებს უნდა იკავებდნენ პროფესიული ნიშნითა და კვალიფიკაციის მიხედვით. თუკი შემდგომ სამუშაო პროცესში გამოვლინდება, რომ მოხელე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეოებებს ჯეროვნად, ამისათვის, კანონმდებლობით არსებობს შეფასების სისტემა, რაც აძლევს ხელმძღვანელს შესაძლებლობას მიიღოს მისი გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

27 მარტი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დასრულდა. მასში მონაწილე სტუდენტებმა - ნიკოლოზ სეფიაშვილმა, გიორგი ჯავახიშვილმა და კონსტანტინე გოგიბერიძემ -...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები