ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

დღეს, 27 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

სხდომაზე საუბარი შეეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებს. მინისტრის მოადგილე ისაუბრებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ასევე შეაჯამებს გასულ ერთ წელს.

ვახტანგ მახარობლიშვილი საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის, როგორც მრავალწლიანი ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულ მონაპოვარზე.

საუბარი ასევე შეეხება უკანასკნელ თვეებში ევროკავშირის/შენგენის სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის შემთხვევებს და მთავრობის ძალისხმევას უვიზო რეჟიმის წესების ბოროტად გამოყენების პრევენციისა და მოსახლეობის უკეთ ინფორმირების კუთხით


ვახტანგ მახარობლიშვილი პარლამენტის წევრებს ინფორმაციას მიაწვდის აღნიშნულ საკითხზე საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის შესახებ, რომლის განხორციელება 2018 წლის მარტიდან დაიწყო.



 

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

27 მარტი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დასრულდა. მასში მონაწილე სტუდენტებმა - ნიკოლოზ სეფიაშვილმა, გიორგი ჯავახიშვილმა და კონსტანტინე გოგიბერიძემ -...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები