ფლორიდაში ორი ქალი გიგანტურ ხეზე დაქორწინდა

ფლორიდაში ორი ქალი გიგანტურ ხეზე დაქორწინდა

ფლორიდაში, ორი ქალი გიგანტურ ფიკუსზე დაქორწინდა, რომელიც ფლორიდის პარკში მდებარეობს.
საუკუნეზე მეტია, რაც ხე პარკში დგას, თუმცა ქალაქის მმართველობას მისი მოჭრა უნდა, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ხის ფესვები ძალიან შორს წავიდა და სამეზობლოს აწუხებს. ხი მოჭრა შეხვედრაზე გადაწყდა, სადაც ოფიციალურმა პირებმა ხის მოჭრისთვის 13 000 აშშ დოლარის გამოყოფა და ფიკუსის ნაცვლად პატარა ხეების დარგვა გადაწყვიტეს.

ხის გადარჩენის მიზნით კი, კარენ კუპერმა და დანა ფოგლესონგმა ხეზე დაქორწინება გადაწყვიტეს, რაც 50 ადამიანის წინაშე მოხდა. მათ აგრეთვე საქორწინო ტორტიც ჰქონდათ, რომელსაც "მაღალი სიყვარული" ეწერა.

კუპერი აგრეთვე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხეს მაინც მოჭრიან, იგი ქვრივი გახდება.

როგორც Dailymail წერს, ამ ქორწინების შემდეგ, ქალაქის ხელისუფლებამ შესაძლოა აზრი შეიცვალოს ხის მოჭრასთან დაკავშირებით.

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ"  მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების...

ახალი სტატიები