კობახიძე კემეროვოს ტრაგედიაზე: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს

კობახიძე კემეროვოს ტრაგედიაზე: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთში, ქალაქ კემეროვოში სავაჭრო -გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპულების ოჯახს უსამძიმრებს.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. განსაკუთრებით შემზარავია, რომ მათ შორის ათობით ბავშვია.

საქართველოს პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს", - ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

ცნობისთვის, კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ "Зимняя вишня"-ში მომხდარ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 41 ბავშვია, ხოლო დაშავებულია 67 ადამიანი. ხანძარი ორშაბათს გამთენიისას დაიწყო და დილისთვის ჯერ კიდევ დარჩენილია ხანძრის კერები. დამწვარია 1,5 ათასი კვ. მ. ხანძრის შედეგად ჩამოშლილია ცენტრის ზედა სართულების კონსტრუქცია, კერძოდ, მეოთხე სართულზე არსებული კინოდარბაზი მესამე სართულზეა ჩამოშლილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები