პრემიერი კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და რუს ხალხს უსამძიმრებს

პრემიერი კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და რუს ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას ათობით ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და რუს ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო, მათ შორის საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს, რუს ხალხს”, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები