ვახტანგ შაქარიშვილი: მე ვთხოვ საზოგადოებას გაცხარება მომიტევოს

ვახტანგ შაქარიშვილი: მე ვთხოვ საზოგადოებას გაცხარება მომიტევოს

"მე ვთხოვ საზოგადოებას გაცხარება მომიტევოს",- ეს განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა დღეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტზე გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციამ კონსტრუქციული, პროფესიული საჯარო განხილვის შეთავაზებაზე არაადეკვატური შემხვედრი ნაბიჯი გადმოდგა.
.
„მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა იყოს საერთო კონსენსუსის და შეთანხმების დოკუმენტი. ოპოზიციის მხრიდან კი იყო გაყოფის და დაპირისპირების მცდელობა,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ოპოზიციას ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და დაესვა კითხვები გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით.
„ამის ნაცვლად კი, მათ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს საქმიანი განხილვა და წარმოდგენის გამართვა სცადეს. სწორედ ამაზე მქონდა რეაქცია, რაც რომელიმე კონკრეტული პირის მისამართით არ იყო მიმართული,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა. 

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები