ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები: მოგვეცით საშუალება გავაკეთოთ ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანი

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები: მოგვეცით საშუალება გავაკეთოთ ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანი

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატთა მიმართვა პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოებისადმი!

"ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები, ვემზადებით 2018 წლის 28 მარტს დაგეგმილი სხდომისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები აპირებენ ბორჯომში ჩამოსვლას (რამდენიმე მათგანი უკვე ბორჯომშიცაა) იმ მოტივით, რომ თითქოს უნდა დაიცვან ბორჯომის საკრებულო, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები და ბორჯომელების ღირსება. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს წევრები, ვმოქმედებთ შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ვახორციელებთ ჩვენს უფლება-მოსილებას, არ ვსაჭიროებთ დაცვას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ ლიდერების მხრიდან. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ საქმიან რეჟიმში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარვმართოთ 2018 წლის 28 მარტის სხდომა! ჩვენ გაქვს სურვილი,- ბორჯომის საკრებულომ დაიწყოს გამართული ფუნქციონირება! ჩვენ გაქვს მიზანი,- დავიწყოთ ბორჯომისა და ბორჯომელებისათვის სასიცოცხლო პროექტების განხორციელება! ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი დებულებისა და სინდისის თანახმად და ძალიან გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით დემოკრატიული პროცესის განვითარებას, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით!

მოგვეცით საშუალება,- წარვმართოთ სხდომა, ბორჯომის საკრებულოს დებულების თანახმად! მოგვეცით საშუალება,- გავაკეთოთ ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანი და მივიღოთ ის გადაწვეტილება, რასაც ყველა დეპუტატი ინდივიდუალურად იღებს!

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პოლიტიკური ჩარევა (საკრებულოს მუშაობის პროცეში) აღქმული იქნება, როგორც საკრებულოს სხდომაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხდომის ჩაშლის მცდელობა, რაც არადემოკრატიული და უკანონოა! 2018 წლის 27 მარტი. ბორჯომი:, - ნათქცამია გავრცელებუოლ მიმართვაში.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები