კახა კუჭავა ელჩ ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

კახა კუჭავა ელჩ ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩ ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. 

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი მიმართულებით კომიტეტსა და ინგლისის პარლამენტს, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. საუბარი შეეხო ასევე კომიტეტის საქმიანობას, კერძოდ, საკომიტეტო მოსმენის საკითხებს და კომიტეტის სტრატეგიას.

„ძალიან საინტერესო და შედეგიანი შეხვედრა გვქონდა ბრიტანეთის ელჩთან, პირველ რიგში ვისაუბრეთ იმ ახალ ინიციატივაზე, რომელსაც კომიტეტი გეგმავს საკომიტეტო მოკვლევის სახით და უკავშირდება ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას. ფაქტობრივად აღებულია ის მოდელი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოქმედებს და ამ კუთხითაც მხარდაჭერა გვაქვს ასევე საელჩოდანაც“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კახა კუჭავამ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სხვა მიმდინარე საკითხებზე და ღონისძიებებზე, რომელთაც უკავშირდება კომიტეტის საქმიანობა და განიხილეს ამ პროცესში საელჩოს ჩართულობის შესაძლებლობებიც. „ყურადღება დავუთმეთ ასევე კომიტეტის სტრატეგიას და კომიტეტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერების საკითხს, რომელიც ინგლისის პარლამენტში ძალიან კარგად არის პრაქტიკაში გამოყენებული“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი აქტიური მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით აღინიშნა „კარგი მმართველობის ფონდის“ ( Good Governance Fund), საქმიანობა, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვან პროგრამებს აფინანსებს.

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

15 თებერვალი, 2018

„ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და საბოლოო ცვლილებებში აისახება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები