საქართველომ რუს დიპლომატს 7 დღის ვადაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

საქართველომ რუს დიპლომატს 7 დღის ვადაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "სკრიპალის საქმესთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს. სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საპასუხოდ, უწყება საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაძევებას მოითხოვს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.

სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში",-ნათქვამია განცხადებაში.

26 მარტს, 20-ზე მეტმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა, მათ შორის იყო კანადა, შეერთებული შტატები, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, უკრაინა. პირველად რუსი დიპლომატები გაერთიანებული სამეფოდან გააძევეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მათ ტერიტორიაზე იგივე დანაშაული ჩაიდინოს, რაც სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემთხვევაში მოხდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა გაძევებას „სარკისებური“ რეაგირება მოჰყვება.

ცნობისთვის, ბრიტანეთში რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ბრიტანეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დადგინდა, რომ ისინი მოწამლეს.

2006 წელს სერგეი სკრიპალის ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მოგვიანებით შეიწყალეს.

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები