მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად  დაინიშნა

მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა

ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილმა ამ თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე შეცვალა.
"მინდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა. მაია გახლდათ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 2012 წლიდან დღემდე, ძალიან წარმატებული უფროსი. ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ის საქმე და საქმის ის მოცულობა რომელსაც მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა რთული შესავსები იქნება. რთული იქნება ამ პოზიციაზე ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, მაგრამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი! დარწმუნებული ვარ, რომ სივრცითი განვითარების მიმართულებით ჩვენ კიდევ ვნახავთ ძალიან დიდი წარმატებებს.

მე მინდა, მაიას ვუსურვო წარმატება ამ ახალ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში!", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილიმა მაია ცქიტიშვილის მინისტრად წარდგენისას.

მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993- 1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.

1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი. 2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია “Georgian Air” კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში.

2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. 2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე არის საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები