აშშ: საქართველო 1 რუს ჯაშუშს გააძევებს, ეს  მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი მისი უშუალო მეზობელია

აშშ: საქართველო 1 რუს ჯაშუშს გააძევებს, ეს მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი მისი უშუალო მეზობელია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ საქართველო რუსეთის უშუალო მეზობელია.

"საქართველო ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ჩვენს საერთო ძალისხმევას შემოუერთდა. მათ განაცხადეს, რომ ქვეყნიდან ერთ ჯაშუშს გააძევებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო რუსეთის უშუალო სამეზობლოში მდებარეობს.

აქედან გამომდინარე 28 ქვეყანა უკვე შემოუერთდა შეერთებული შტატების ძალისხმევას ჩვენი მოკავშირის ძალისხმევის საკითხში. რუსეთის ფედერაციამ ჩვენი 60 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადა. ასევე მათ გასცეს განკარგულება 48 საათის განმავლობაში დაიხუროს საკნქტ პეტერბურგში ჩვენი საკონსულო. რუსეთი ასევე გეგმავს მსგავს უკანონო ქმედებას 28 სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელბიც გაერთიანებულ სამედოს სოლიდარობას უცხადებენ. რუსეთმა აირჩია უკანონო ქმედება ჩვენი სამართლიანი მოქმედების საპასუხოდ. ის კიდევ უფრო ახდენს საკუთარი თავის იზოლირებას უსირცხვილო ქიმიური თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ამ ქმედებაზე პასუხის გაცემის უფლებას ვიტვებთ", - განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

თარგმანი ეკუთვნის "რუსთავი 2"-ს. 

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ"  მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების...

ახალი სტატიები