კვაჭანტირაძე: საზმაუს ბორდში ია მამალაძის წარდგენა კანდიდატად, ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება

კვაჭანტირაძე: საზმაუს ბორდში ია მამალაძის წარდგენა კანდიდატად, ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ია მამალაძის წარდგენა კანდიდატად, ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება. ქართულ მედია სივრცეში იას ძალიან ბევრი იცნობს და არა მხოლოდ როგორც “გურია ნიუსის” დამფუძნებელს, არამედ, როგორც ჟურნალისტს, რომელმაც სახელი გაუთქვა რეგიონალური მედიის ასოციაციას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ია მამალაძის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოში დღეს რეგიონალური მედია სერიოზულ კონკურენციას უწევს უფრო დიდ, ნაციონალური მასშტაბის მედიასაშუალებებს. იას პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში ეჭვი არ მეპარებოდა არასდროს და ამისთვის იმ გასულ წლებშიც მითქვამს მისთვის მადლობა და ეს მას კარგად ახსოვს. ჩემი კოლეგებიც და მეგობრებიც ასევე კარგად იცნობენ იას, როგორც პოლიტიკურ ასევე ჟურნალისტურ წრეებში. ამიტომაც, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ძალიან პროდუქტიული იქნებოდა მისი ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში. ღიად ვაცხადებ, რომ მე მას კვლავაც დავუჭერდი მხარს.
წარმატებები ია მამალაძეს!", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე facebook-ში.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები