"კოლხი დედის" ქანდაკება, რომელიც ფოთში 5 წლის წინ დააზიანეს, დღემდე დეფორმირებულია

"კოლხი დედის" ქანდაკება, რომელიც ფოთში 5 წლის წინ დააზიანეს, დღემდე დეფორმირებულია

ფოთის სიმბოლო „კოლხი დედის“ ქანდაკება გადაადგილების დროს დაზიანდა, უფრო სამწუხარო ის ფაქტია, რომ ეს პროცესი დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა და აღნიშნული პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

თუ ადრე მონუმენტი რამდენიმე ათეულ მეტრ სიმარლეზე იყო აღმართული, ამჯერად მას უფრო მოკრძალებული სივრცე უკავია. სპეციალისტები ქანდაკების დემონტაჟის დროს გაუფრთხილებლობით მიყენებულ დეფორმაციაზე და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ძეგლი თავდაპირველად 7 მეტრო ნახევარი იყო სიმაღლეში, ახლა 60 სანტიმეტრი აკლია. პედესტალიც, 11 მეტროდან 9 მეტრომდეა შემცირებული. კარგად თუ დააკვირდებით ქანდაკება დაქანებულია, არასწორად დგას,ხმალი ხელში რომ უჭირავს ისიც არასწორადაა მიდუღებული. ეტყობა გადაადგილების დროს დეფორმაცია მიიღო, ქვედა ნაწილი მოჭრილია. მისი პირვანდელი სახის აღსადგენად აუცილებელია რესტავრაცია,თუმცა ამას ვამბობ ვიზუალური დათვალიერებიდან გამოდინარე, ხოლო დეტალურმა გამოკვლევამ, შესაძლოა უფრო სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოითხოვოს“_ განაცხადა მხატვარმა ედემი კოკაიამ.

ცნობისათვის, „კოლხი დედის“ დემონტაჟი 2010 წელს, საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციის დაწყებისთანავე მოხდა. ქალაქის მესვეურებს სამი წელი დასჭირდათ იმის მოსაფიქრებლად, თუ სად განეთავსებინათ ქანდაკება. ამ ხნის მანძილზე კი იგი დასაწყოებულ მდგომარეობაში, ჰიდრომექანიზმების ქარხნის ტერიტორიაზე ინახებოდა. საბოლოოდ, რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ძეგლი ხელოვნების სკვერში გადაიტანეს. სავარაუდოდ, ხეებით დაფარული ადგილი იმ მიზნით შეირჩა, რომ დაზიანებით მიყენებული დეფორმაცია, ზედმეტად თვალშისაცემი არ ყოფილიყო.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, მონუმენტის რესტავრაციისთვის საჭირო თანხის გათვალისწინება ვერ მოხერხდა, თუმცა ამ პროექტის განხორციელება, მომავალი წლისთვის დაიგეგმა.

„ძეგლი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე იყო გადატანილი, რა დროსაც დაზიანდა, ეს რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტია, გვქონდა კონსულტაცია მოქანდაკეებთან და ხელოვანმცოდნეებთან, გავიარეთ ყველა დეტალი და გადაწყდა მომავალი წლის ბიუჯეტში დაიგეგმოს რესტავრაციისთვის საჭირო თანხის გათვალისწინება. წელს მალთაყვის უბნის ტერიტორიაზე მდებარე, მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს“_ განაცხადა მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა.

საარქივო მასალების მიხედვით „კოლხი დედის“ ქანდაკება ფოთის ცენტრალურ მოედანზე 1967 წელს დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, არქიტექტორი ვახტანგ დავითაია გახლავთ.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები