ვანო ზარდიაშვილი: ბოდიში მოიხადოს ყველამ, ვინც ამტკიცებდა, რომ "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს

ვანო ზარდიაშვილი: ბოდიში მოიხადოს ყველამ, ვინც ამტკიცებდა, რომ "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს

„ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს. დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს", - ამის შესახებ სააპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხდა.

"რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში.

"თეთრი ხმაური" და პლატფორმა, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობს ჩართვას მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და საკითხები ობიექტურად შეაფასონ.

ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ეგრეთწოდებულ "ბარიგებად" მოხსენიებული და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელები იქნება მზად", - განაცხა ზარდიაშვილმა.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები