გედევან ფოფხაძემ, შესაძლოა "ქართული ოცნება" დატოვოს

გედევან ფოფხაძემ, შესაძლოა "ქართული ოცნება" დატოვოს

"თუ" ქართული ოცნება" თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამაინებს შეუძლია დაუჭიროს მხარი, ასეთ შემთხვევაში, უმრავლესობას დავტოვებ ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.

"მიმაჩნია, რომ ეს ჯერ საპროცდურო კომიტეტის განხილვის საგანი გახდება და მე ამას გპირდებით, გაირკვევა 55 ხმიდან, იმყოფებოდა თუ არა ყველა ხმის მიმცემი დარბაზში.

თუ ასე დასტურდება, შემიძლია, ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პარტიარქის და მარლთმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი იყოს მაუწყებლის ბორდის წევრი, პრინციპულად მიუღებელია.

მიმაჩნია, რომ ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომლებიც ცხოვრების წესიც სხვა ადამიანების გინებაა.

ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას",-განაცხადა ფოფხაძემ.

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

15 თებერვალი, 2018

„ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და საბოლოო ცვლილებებში აისახება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები