ხუხაშვილი: ფოფხაძე ფარისეველივით ამოეფარა პატრიარქს

ხუხაშვილი: ფოფხაძე ფარისეველივით ამოეფარა პატრიარქს

ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, “ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“, პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთ წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატის ნინია კაკაბაძის აირჩევასა და ამის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის, უმრავლესობის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე განაცხადა.

„მე, ძალიან უკბილო პროტესტი მგონია. რეალურად, როგორც ჩანს, მას შეექმნა პრობლემები მას შემდეგ, რაც ბორჯომში ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა და ტაშ-ფანდურს ვუყურებდით ბორჯომულს, მრავალთვიან ტრაგიკომედიას. შეიძლება, მასთან პრეტენზიები ჰქონდათ, რომ რაიონი ჩაგაბარე ვერ მოუარე, ასე დავზარალდით, ხელფასები ვეღარ აგვიღია და ა.შ, ეტყობა ეს გროვდებოდა. ეს ადგა და ამას ხომ არ იტყოდა, რომ ამის გამო მივდივარო, სულ წიხლებს და მუჯლუგუნებს მირტყამენო და ამიტომ გავრბივარ აქედანო. ისევ ამოეფარა პატრიარქს, როგორც დამახასიათებელია ფარისევლებისთვის. ჩვეულებრივი ფარისეველია, როგორებიც არაერთია „ქართულ ოცნებაში", - განაცხადა ხუხაშვილმა.

55 მომხრე,12 წინააღმდეგი - პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთ წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინია კაკაბაძე აირჩია.


მომხრეებს შორის იყვნენ როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის დეპუტატები.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, "თუ „ქართული ოცნება" თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია დაუჭიროს მხარი“, ასეთ შემთხვევაში, უმრავლესობას დატოვებს. 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები