პრეზიდენტი, ტყიბულში, მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტი, ტყიბულში, მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ - სიცოცხლის თემა",- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შეტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამოშლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები