კობახიძე ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიაზე: ეს სრულიად საქართველოს ტრაგედიაა

კობახიძე ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიაზე: ეს სრულიად საქართველოს ტრაგედიაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს.

"შეძრული ვარ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამოშლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა.

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

15 თებერვალი, 2018

„ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და საბოლოო ცვლილებებში აისახება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები