კობახიძე: უნდა მომზადდეს ინიციატივები, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაზე

კობახიძე: უნდა მომზადდეს ინიციატივები, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაზე

ძალიან მკვეთრი ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 


„კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი დღეს, ტყიბულის შახტაში დაღუპული ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს კანონმდებლობაზე და აქაც უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ, რომ არის ძალიან მკვეთრი ზომები მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია. ამიტომ, ჩვენ ჩვენი მაქსიმალური ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედიების პრევენცია მოხდეს. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამ უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამოშლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა.


 

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები