ირაკლი პეტრიაშვილი: შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლი ნულს ქვემოთაა

ირაკლი პეტრიაშვილი: შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლი ნულს ქვემოთაა

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლი ნულს ქვემოთაა.

როგორც პეტრიაშვილმა „აიპრესს“ უთხრა, კონკრეტულად ტყიბულის შახტის დღევანდელ ტრაგედიას რაც შეეხება, მან ჯერ არ იცის რა მოხდა - ეს იყო შრომის უსაფრთხოების დარღვევა, თუ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი.

მისი თქმით, უნდათ თუ არა სიმართლის დადგენა ამის ტესტი იქნება ის, ჩართავენ თუ არა პროფკავშირის წარმომადგენლებს საგამოძიებო ჯგუფში.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებსა და მთლიანად საქართველოს. რაც შეეხება იმას სად არის სახელმწიფო, ეს კითხვა ხელისუფლებას ეკუთვნის. არ ვიცი, რამდენად უფლებამოსილი ვარ მაგ კითხვაზე პასუხის გასაცემად. 2006 წლიდან დაწყებული ჩვენს განცხადებებს, ჩვენს მოთხოვნებს, აქციებს რომ გადახედოთ, ნახავთ რომ პროფკავშირებისთვის რომ მოესმინათ, ასეთი უბედურებები არ იქნებოდა.

ფაქტია, რომ სხვადასხვა ხელისუფლებებს განცდა, რომ ადამიანს სჭირდება ყურადღება, რეგულაციები, ეს განცდა სახელმწიფოებრივი აზროვნება ხელისუფალთ აკლიათ. სახეზე გვაქვს მომეტებული ყურადღება და გაფეტიშება ბიზნესისადმი კოჭის გაგორების. კანონი, რომელიც ახლა მიიღეს, აბსოლუტურად არ ასახავს, იმ საჭიროებებს, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ. ვალდებულებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში აქვს საქართველოს თავის მოქალაქეებთან მიმართებაში, ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს. სახელმწიფოს როლი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნულს ქვემოთ არის. მაგრამ, კონკრეტულად ამ შემთხვევას რაც შეეხება, მე ჯერჯერობით არ ვიცი რეალურად რა მოხდა. ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი თუ, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ამის ტესტი იქნება, ის ჩართავენ თუ არა პროფკავშირების წარმომადგენლებს ამ საგამოძიებო ჯგუფში, რათა საზოგადოებამ იცოდეს რეალობა, რა მოხდა.

როგორც წესი არ რთავენ პროფკავშირებს. თქვენ ახსენეთ, რომ ადრეც შეამოწმა შრომის ინსპექციამ და ა. შ. თუ გავიხსენებთ, იმ ფაქტს ჩემი წერილის საფუძველზე შევიდა იქ შრომის ინსპექცია და მონაცემები, რომელიც იქ იყო ჩვენი მითითებული იყო. მივუთითებდით, რომ პრობლემები იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შრომის ინსპექცია შევიდა და ინფორმაცია ჩვენ არ მოგვცა. დაგვჭირდა სასამართლო ინფორმაციის გამოსათხოვად. შრომის ინსპექციამ თქვა, რომ ტყიბულში ყველაფერი კარგად არის, მაგრამ დაახლოებით 2 თვეში მოხდა ტრაგედია, რომელსაც 4 ადამიანი შეეწირა. აქედან გამომდინარე ახლაც თუ უარს იტყვიან პროფკავშირების ჩართულობაზე ბუნებრივია გვექნება განცდა, რომ კვლავ მიაჩუმათონ და ბუნებრივ მოვლენებს დააბრალონ სახელმწიფომ და შახტის მფლობელებმა“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. "სამთო დარტყმა" (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება).

შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები