გიორგი სიგუა: ვინ ვის დაასამარებს, ვნახავთ, მთავრობას ენგურის ცივ წყალს შევთავაზებთ!

გიორგი სიგუა: ვინ ვის დაასამარებს, ვნახავთ, მთავრობას ენგურის ცივ წყალს შევთავაზებთ!

ამის შესახებ GEM FEST-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა რომან გოცირიძის პოსტის ქვეშ კომენტარში წერს.
რომან გოცირიძემ ანაკლიის შესახებ სოციალურ ქსელში ასეთი რამე დაწერა:

"ერთადერთი წარმატებული პროექტი, რაც ამ ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა, არის ჯემფესტი. ისიც მთავრობამ დაასამარა. ჯერ სუბსიდირებით( მუქთა ფულმა მადის მომატება იცის) და მერე ხელისშეშლით. ახლა თურმე მიწასაც არ აძლევენ, რომ ფესტივალი ჩაატარონ.
ჩამკვდარი ანაკლია გამოცოცხლდა და როცა ასეულობით საოჯახო სასტუმროები დარჩებიან ცარიელნი, მერე ნახოს მთავრობამ..."

გოცირიძის პოსტს გიორგი სიგუა კომენტარებში გამოეხმაურა, სადაც წერს:

"მადლობა ბატონო რომან და ვინ ვის დაასამარებს მაგას ვნახავთ. ჯემ ფესტი წელს ანაკლიაში 9 აგვისტოს გაიხსნება საზეიმოდ და 12 აგვისტოს ასევე საზეიმოდ დაიხურება. მთავრობას ენგურის ცივ წყალს შევთავაზებთ ბლომად".

რომან გოცირიძე კი პასუხობს: "კარგია. დაიწყეთ ნულიდან. მცირე მასშტაბით. ააწყვეთ თვითაფინანსების მექანიზმი. მთავრობამ კეთილი ინებოს და უზრუნველყოს გარე პერიმეტრის უფასოდ დაცვა. როგორც ფეხბურთზე ხდება. ეს მათი ვალია. შიგნით თქვენ უკეთ იცით, როგორ მიხედავთ.

წავიკითხე რაღაცები და როგორც ვხვდები, ის სუბსიდია შუამავლიდან გერიცხებოდათ და არც მიგიღიათ ბოლომდე. ვნახე ვიზეც წერდით. არ მინდა პოლიტიზება, რადგან ჩემი მიზანია თქვენი მხარდაჭერა და არა ვინმეს მხილება.
მე კაზანტიპის სარეკლამო კლიპშიც მივიღე მონაწილეობა, როგორც იცით, მიუხედავად თქვენი მკვეთრად ანტინაცური პოზიციისა.
ეს პროექტი შეიძლება გამხდარიყო ამ მთავრობის სავიზიტო ბარათი. ვერ მიხვდნენ. მენტალობამ შეუშალა ხელი.
აბა თქვენ იცით. ჩამოვალ კიდევაც, თუ არ არის ასაკობრივი ცენზი".

აღნიშნულ კომენტარზე გიორგი სიგუას პასუხი ასეთია: "კაპიკი არ მიგვიღია ჩვენ. თვითონ ურიცხავდნენ სადაც საჭირო იყო და ისიც 20% დაფინანსდა პროექტი . თვიდაფინანსების მექანიზმი კარგად გვაქვს აწყობილი. პირველი ჯემფესტი ისე ჩავატარეთ მთავრობას კაპიკი არ მოუცია. მერე მოეწონათ და დალინკვა მოინდომეს .არ მინდა მაგათი არც დაცვა , თავი დამანებონ ოღონდ. პოზაში გვიდგას მთელი მთავრობა გაუგებარია რატომ . მასშტაბიც ღირსეული იქნება . მობრძანდით, გელოდებით", - წერს გიორგი სიგუა კომენტარად.

ვაშაძე: ეს დასაწყისია, ბრძოლა გრძელდება და საქართველო აუცილებლად მიაღწევს წარმატებას!

ვაშაძე: ეს დასაწყისია, ბრძოლა გრძელდება და საქართველო აუცილებლად მიაღწევს წარმატებას!

13 ივნისი, 2018

"საზოგადოების აქტიურმა პროტესტმა შედეგი გამოიღო-გადადგა პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, გადადგა მთავრობა", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. "თუმცა, აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში არ...

ახალი სტატიები