მყინვარწვერ "ყაზბეგზე" 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

მყინვარწვერ "ყაზბეგზე" 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით გუშინ, 12:12 საათზე, "112“-ში შემოვიდა შეტყობინება მყინვარწვერზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, სავარაუდოდ, მთამსვლელის დაშავების შესახებ.

პირველადი ინფორმაციით, 4 მთამსვლელი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ იმყოფებოდნენ. როგორც ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო.

საქაერონავიგაციის ვერტმფრენი, სასაზღვრო პოლიციის მფრინავთან ერთად, სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო და მყინვარწვერისკენ გაფრინდა, თუმცა ვერტმფრენმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე ცდის მიუხედავად,გუშინ ვერ მოახერხა შემთხვევის ადგილზე დაშვება და დაშავებული პირის საავადმყოფოში გადაყვანა.

მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაცეიების სამსახურის სამმართველოს უფროსის თემურ მონიავას განმარტებით, "დღეს დილიდან განახლდა სამაშველო ღონისძიება, ვერტმფრენით მოხდა დაშავებულის გადმოყვანა ქვედა ტერიტორიაზე. მას აღენიშნება ხელის ტრამვა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ის ჩამოყვანილია და გადმოსვენებულია ქვევით, ყაზბეგის ტერიტორიაზე" - ამის შესახებ მონიავამ "ქრონიკასთან" განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები