საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 3 ივლისს შესრულდება. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ბილეთის ფასი 74.99 ლარიდან იწყება და დაჯავშნა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი წარმატები დასრულდა. რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ"  მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების...

ახალი სტატიები