ტყიბულის "მინდელის სახელობის შახტის" წარმომადგენელი: ჩვენი წარმოება რისკის შემცველია

ტყიბულის "მინდელის სახელობის შახტის" წარმომადგენელი: ჩვენი წარმოება რისკის შემცველია

"საქნახშირის GIG"-ის დირექტორის მოადგილემ გია ქარქაშაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს დაეხმარება.

მისივე თქმით, შახტა გაუმართავი არ ყოფილა და წინასწარი ინფორმაციით მეშახტეების გარდაცვალება ჰაერის ტალღით მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია.
"ძალიან ცუდი საქმე დაგვემართა, ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ შეხვედრებს ჭირისუფლებთან. ჩვენი წარმოება რისკის შემცველია, თქვენ იცით რომ ხშირად გვიხდება ასეთ თემებზე საუბარი.

რამდენიმე სახის კომპენსაციას გასცემს ჩვენი წარმოება. დასაფლავების, საფლავის მოწყობის, ოჯახის წევრების დასაქმება, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციებს.

ჩვენი აზრით არაფერი კვალი არ არის, რომ "სამთო დარტყმის" გარდა სხვა რაიმე ყოფილიყო. არ არის ისეთი შახტა, რომ გაუმაგრებელი ყოფილიყო. ეს არის ჰაერის ტალღით მიყენებული დაზიანება", - განაცხადა გია ქარქაშაძემ. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები