ილია II შახტაში გარდაცვლილების ჭირისუფლებს: სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა

ილია II შახტაში გარდაცვლილების ჭირისუფლებს: სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტყიბულის, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიაზე სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

"დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტაში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 6 დამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზას და ბესარიონის(ბესიკის) უკვდავნი სულნი, ხოლო მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ, იმ ქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთისსათნო საქმეებით შევეწიოთ", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმარში.

ცნობისთვის, 2018 წლის 6 აპრილი მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამოშლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები