დავით ბეჟუაშვილი მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიაზე: დაველოდოთ გამოძიებას

დავით ბეჟუაშვილი მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიაზე: დაველოდოთ გამოძიებას

ტყიბულის, მინდელის სახელობის შახტაში 6 ადამიანი დაღუპვისა და სამის დაშავების გამო, შახტის მფლობელმა დავით ბეჟუაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეშახტეების დაღუპვა  ოჯახისთვის დიდი დანაკლისია.

"დიდი ტრაგედიაა დღეს ტყიბულში. ამ უბედურმა შემთხვევამ ჩვენ საერთო ოჯახს გამოაცალა 6 საუკეთესო შვილი, ეს დიდი ტრაგედიაა ჩვენი კოლექტივისთვის, ტყიბულისთვის და მთელი საქართველოსთვის",- განაცხადა ბეჟუაშვილმა 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა მოხდა რელაურად შახტში, ბეჟუაშვილი ამბობს რომ საჭიროა გამოძიებას დაელოდნონ.

მეშახტეების პრობლელემებსა და შრომის ანაზღაურებაზე კი დავით ბეჟუაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

რაც შეეხება შრომით უსაფრთხოების საკითხებს, მისი თქმით შახტში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია.

შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამოშლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა.

ცნობისთვის, 2018 წლის 6 აპრილი მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები