"მეტრომანის" დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა-შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება

"მეტრომანის" დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა-შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„წელს ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მოდის - 2018 წლის 26 მაისს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს იზეიმებს. 

თბილისის მერია ყოველწლიურად აღნიშნავდა ამ თარიღს და წლევანდელი ღონისძიებები კიდევ უფრო გამორჩეული იქნება. თუმცა, გვინდა, რომ ამ მოვლენის აღნიშვნა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლოს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას.

ამიტომ, თბილისის მერია სრულიდ იზიარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას და აცხადებს კონკურსს სამგზავრო ბარათის - ე.წ. „მეტრომანის“ დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება.

გვინდა, რომ „მეტრომანის“ დიზაინი მთელიწლის განმავლობაში იყოს განსხვავებული. კონკურსში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერი ასაკის პირს ექნება.

დღეიდან 24 აპრილის ჩათვლით ყველა მსურველს შეუძლია ესკიზის გამოგზავნა, ამის შემდეგ, სპეციალური კომისია გამოავლენს 10 საუკეთესო ნამუშევარს და 5 მაისს კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელია გამარჯვებული ესკიზი.

იმედი მაქვს ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ დიზაინის შექმნაში და დაგვეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები