ბექა დავითულიანი: თბილისში პარკირების კომერციული ინტერესი საჯარო ინტერესმა ჩაანაცვლა

ბექა დავითულიანი: თბილისში პარკირების კომერციული ინტერესი საჯარო ინტერესმა ჩაანაცვლა

"მთავარი, რაც მოხდა ამ გადაწყვეტილებით არის ის, რომ კომერციალიზებული საჯარიმო სისტემიდან გადავდივართ სამართლიან საჯარიმო სისტემაზე,“- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი დედაქალაქის პარკირების სისტემის სითი პარკიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციებში გადასვლას.

მისი განცხადებით, მოქალაქეებს ჯარიმის სამართლიანად გამოწერის და საურავების სამართლიანად დარიცხვის საკითხი აწუხებთ.
„დღეიდან ეს საკითხი მოწესრიგდება, რადგან კომერციული ინტერესი საჯარო ინტერესმა ჩაანაცვლა და ამას განახორციელებს თბილისის მერიას დაქვემდებარებული საჯარო სამსახური. შესაბამისად, პრობლემა მოიხსნება და სისტემა გახდება სამართლიანი,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პარკირების პრობლემის მოგვარებაში მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების ჩართვა წარმოუდგენელია და სიტუაციას გაართულებს, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ წარმოუდგენელი არაფერია.
„სატრანსპორტო სამსახური ამისთვის სრულად არის მზად. კერძოდ, მათ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, მონაცემთა ბაზა და შესაბამისი კვალიფიციური კადრები. ამიტომ პრობლემა არ იქნება და ამას ყველა ერთად ვნახავთ,“- დასძინა ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები