ნინო ლომჯაია: საზოგადოება ძალიან აგრესიული და ცინიკური გახდა

ნინო ლომჯაია: საზოგადოება ძალიან აგრესიული და ცინიკური გახდა

"ძალიან დიდი აგრესია ტრიალებს სამწუხაროდ საზოგადოებაში,ძალიან ცინიკური და დაუნდობელი გახდა საზოგადოება. დეზინფორმაცია და ტყუილების პროპაგანდა რომელსაც ბევრი განზრახ თუ გაუცნობიერებლად ავრცელებს, კიდევ უფრო ამძაფრებს სიძულვილს... ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს - მძიმე სოციალური ფონი, პოსტკონფლიქტური ტრამვები, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებები, განათლების დაბალი ხარისხი, მტრის მიერ წახალისებული პროპაგანდა...",  ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

"გამოსავალი იმაშია, რომ განათლების ხარისხი უნდა ავამაღლოთ, მეტი და სწორად ვესაუბროთ ბავშვებს ილიაზე, ვაჟაზე, შოთაზე, მათ ღირებულებებზე... დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, რომ სამართლებრივი პროცესები წარიმართოს და არა საერთო-სახალხო დაპირისპირება, რომლით მანიპულირებაც ძალიან ადვილია... რაც გვთიშავს და გვანაწევრებს... ამიტომ არის, რომ ყველაზე მიზანმიმართული და ორგანიზებული "პროპაგანდისტული" დარტყმები სწორედ ამ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და პროცესებზე ხორციელდება, მიზანი კი ის არის, რომ ინსტიტუტების მიმართ აგრესია მაღალი იყოს და რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ საზოგადოება გაუცხოებული და დაპირისპირებული. და კიდევ ერთი, უნდა ვისწავლოთ ინფორმაციის გადამოწმება და შემდეგ დასკვნების გამოტანა, ძალიან დაგვეხმარება საღი აზრის და პოზიციის პოვნაში", - წერს ნინო ლომჯარია facebook-ში.

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ"  მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების...

ახალი სტატიები