ლილუაშვილი: სხვა ქვეყნის მოქალაქე შენს ქვეყანაში რომ  დააკავო, კანონი  უნდა გიწყობდეს ხელს

ლილუაშვილი: სხვა ქვეყნის მოქალაქე შენს ქვეყანაში რომ დააკავო, კანონი უნდა გიწყობდეს ხელს

„საკანონმდებლო ჩარჩო უნდა გიწყობდეს ხელს, რათა ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე დააკავო შენს სახელმწიფოში, ისე, რომ არ შელახო მისი უფლებები, და არ გახდეს საერთაშორისო სკანდალის მიზეზი“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.

ამასთან, ლილუაშვილის შეფასებით, მსოფლიო გამოწვევაა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები უცხო ქვეყნის ზეგავლენას ახდენენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

„მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც სერიოზული ნაბიჯები იდგმება. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ამაში ჩამოვრჩებით, იდენტიფიცირების პროცესი წარმატებით არის შესრულებული. სამომავლო გეგმა, ეს არის კომპლექსური თემა, რომელშიც ჩართული უნდა იყოს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე პარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები