ლომჯარია: ბავშვებს სწორად უნდა ვესაუბროთ ილიაზე, ვაჟაზე, შოთაზე, მათ ღირებულებებზე

ლომჯარია: ბავშვებს სწორად უნდა ვესაუბროთ ილიაზე, ვაჟაზე, შოთაზე, მათ ღირებულებებზე

"განათლების ხარისხი უნდა ავამაღლოთ, მეტი და სწორად ვესაუბროთ ბავშვებს ილიაზე, ვაჟაზე, შოთაზე, მათ ღირებულებებზე...", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

"ძალიან დიდი აგრესია ტრიალებს სამწუხაროდ საზოგადოებაში,ძალიან ცინიკური და დაუნდობელი გახდა საზოგადოება. დეზინფორმაცია და ტყუილების პროპაგანდა რომელსაც ბევრი განზრახ თუ გაუცნობიერებლად ავრცელებს, კიდევ უფრო ამძაფრებს სიძულვილს... ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს - მძიმე სოციალური ფონი, პოსტკონფლიქტური ტრამვები, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებები, განათლების დაბალი ხარისხი, მტრის მიერ წახალისებული პროპაგანდა...

გამოსავალი იმაშია, რომ განათლების ხარისხი უნდა ავამაღლოთ, მეტი და სწორად ვესაუბროთ ბავშვებს ილიაზე, ვაჟაზე, შოთაზე, მათ ღირებულებებზე... დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, რომ სამართლებრივი პროცესები წარიმართოს და არა საერთო-სახალხო დაპირისპირება, რომლით მანიპულირებაც ძალიან ადვილია... რაც გვთიშავს და გვანაწევრებს... ამიტომ არის, რომ ყველაზე მიზანმიმართული და ორგანიზებული "პროპაგანდისტული" დარტყმები სწორედ ამ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და პროცესებზე ხორციელდება, მიზანი კი ის არის, რომ ინსტიტუტების მიმართ აგრესია მაღალი იყოს და რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ საზოგადოება გაუცხოებული და დაპირისპირებული. და კიდევ ერთი, უნდა ვისწავლოთ ინფორმაციის გადამოწმება და შემდეგ დასკვნების გამოტანა, ძალიან დაგვეხმარება საღი აზრის და პოზიციის პოვნაში", - წერს ნინო ლომჯარია facebook-ში.

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები