14 აპრილს დაგეგმილ აფრიკელ სტუდენტებთან საფეხბრუთო მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

14 აპრილს დაგეგმილ აფრიკელ სტუდენტებთან საფეხბრუთო მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

14 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს შორის დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას, ამ ინიციატივის ავტორი, ქალაქის მერი, კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დღეს დილით, თბილისის მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მიმართა და ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ორგანიზება სთხოვა, რასაც სფფ-მ სულ ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადებით უპასუხა და მატჩის ჩატარების თარიღი დაასახელა.

"თამაში ყველასთვის - Equal Game“ - ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა.

მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ინციდენტში მონაწილე სტუდენტების ადვოკატის განცხადებით, მათ სფფ-დან არავინ შეხმიანებია და მისთვის გაურკვეველია, როგორ დაიგეგმა აღნიშნული თამაში. ადვოკატის ინფორმაციითვე, სტუდენტები ამ თამაშში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. 

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს თხოვნით მიმართა, რომ სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორი ამხანაგური მატჩი მოეწყოს.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები