ცისკარიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ჩვენს კადრებთუხუცესს ამდენი ადამიანის წყემსვა მობეზრდა

ცისკარიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ჩვენს კადრებთუხუცესს ამდენი ადამიანის წყემსვა მობეზრდა

როგორც ჩანს, ჩვენს კადრებთუხუცესს ამდენი ადამიანის წყემსვა მობეზრდა, - ამის შესახებ "აიპრესთან" პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

საკითხის შეფასებისას პოლიტოლოგმა „აიპრესთან“ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ცხვრის ფარას, ხოლო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მწყემსს შეადარა.

„ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ განსხვავებულ დროში აღმოჩენილი პარლამენტარები ერთმანეთს უკვე უღრენენ. დაირქვეს სახელები - „ძველები“ და „ახლები“. ფაქტია, რომ დეფიციტია, თავად ამ შემადგენლობის. როგორც ჩანს მისი მოვლის ძალა და ინტერესი აღარ აქვს ადამიანს, რომელიც თავად არჩევდა და აბინავებდა სხვადასხვა თანამდებობაზე ამა თუ იმ პირებს. დიახ, ამ ადამიანში ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

კითხვაზე, ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესში ბიძინა ივანიშვილი დღეს აღარ ერევა და ამიტომ შეიქმნა ეს ქაოტური ვითარება? - ცისკარიშვილი პასუხობს:

„ჩვენმა კადრებთუხუცესმა თავისი მცდელობით რომ ყველაფერი ყოფილიყო აწყობილი უკვე დრო დაკარგა. როგორც ჩანს, მისთვის მომაბეზრებელი გახდა სწორედ კადრების საკითხი. როდესაც მან უმტკივნეულოდ მოახერხა, რომ როგორც პარლამენტი ისე მთავრობა მოექცია საკუთარ სივრცეში, რომელსაც ჰქვია პრივატიზაცია და კარგა ხნის განმავლობაში მას ერთი სიტყვითაც შეეძლო გადაეწყვიტა ნებისმიერი მტკივნეული საკითხი. ახლა როგორც ჩანს მობეზრდა ამდენი ადამიანის მწყემსვა, ან მისთვის უფრო საინტერესო თემებზე ძალიან მკაფიოდ ვერ ამჟღავნებდა საკუთარ სურვილებს. ამიტომ, მან დუმილი ამჯობინა, რაიმე სახის ზეწოლას. ასე მიუშვა მან საკუთარ პრივატიზებულ ადამიანთა დიდი ნაწილი. როდესაც ცხვარი მწყემსის არმქონე ფარა ხდება, ისინი რასაკვირველია მინდორის სხვადასხვა მიმართულებით ძოვს ბალახს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

კითხვაზე, ასეთია მისი პოზიცია, რომ ჩვენს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები ცხვრები არიან? - პასუხობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბოღმას იკავებდნენ ე. წ. ძველები.

„ახლებს ყველა შემთხვევაში მეტი უნარი გააჩნიათ. როდესაც არ ხდება ყოფილი და ახალი ჯგუფების კოალიცია, ერთმანეთთან თავშეუკავებელი მიუღებლობა სახეზეა, ეს რასაკვირველია მწყემსის გარეშე გაბნეული ბატკნების მიმანიშნებელია. ყველაფერი ვეღარ დალაგდება მაშინაც, თუ ბატონმა კადრებთუხუცესმა მოინდომოს ყოფილი დისციპლინის დაბრუნება“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები